სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთის ახლანდელი ხელისუფლება წარსულს აშენებს“

ახმეტაში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის შემდეგ ჩატარდა, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რა არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს რუსეთში, მას მომავალი არ აქვს, რადგან რუსეთის ხელისუფლება წარსულს აშენებს.

"რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ, დღევანდელი მათი კურსით, დღევანდელი მათი პოლიტიკით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ არ აქვთ მომავალი, რადგან აშენებენ წარსულს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნისას.

მისი განმარტებით, წარსულის მშენებლობა არა მარტო საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენაში გამოიხატება, არამედ იმაში, რომ ისინი მენტალურად ცდილობენ აღნიშნული ეპოქის დაბრუნებას.

"ისინი წარსულს აშენებენ არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, ან საბჭოთა იმპერიის შექმნას ცდილობენ, ანდაც საბჭოთა კავშირის, თუ ევრაზიური კავშირის აღდგენის ლოზუნგები აქვთ, ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას. ჩვენ კი საქართველოს ვაშენებთ. ე.ი აუცილებლად მივაღწევთ ყველაფერს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100