კორონავირუსის შედეგად საქართველოში კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსის შედეგად საქართველოში 7 პაციენტი გარდაიცვალა, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, სულ 143 პაციენტია გარდაცვლილი. „გუშინ გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარი