ექიმმა ძირს დაგდებულ მამაკაცს ფეხი რამდენჯერმე ჰკრა, რათა დაედგინა, ცოცხალი იყო თუ არა - ამ ვიდეოს ყველა შეშფოთებული ავრცელებს
რუსეთში სათვალთვალო კამერამ ძალიან უსიამოვნო კადრები დააფიქსირა, რომელსაც ინტერნეტში ყველა შეშფოთებული ავრცელებს - სასწრაფო დახმარების ექიმმა ასფალტზე დავარდნილ მამაკაცს პულსის გასინჯვის ნაცვლად ფეხი რამდენჯერმე ჰკრა, რათა დაედგინა, ცოცხალი იყო თუ არა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაციენტი ალკოჰოლური თრობის ქვეშ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როდესაც გამვლელებმა იგი ძირს დავარდნილი დაინახეს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, ადგილზე მოსული მედიკოსების კადრებს კი დრონი.ჯი გთავაზობთ.
რაც შეეხება უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, გონზე მოსვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და მედიკოსები დაარწმუნა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობდა.
კომენტარი