მამამ საკუთარ ვაჟს თვალები ამოთხარა, რადგან ბიჭმა შეყვარებულისთვის ხელის თხოვნა მასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა
პაკისტანში ახალგაზრდა მამაკაცმა აბდულ ბაკიმ გადაწყვიტა
ოჯახისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა - მას სურდა თავისი შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა,
თუმცა მამის რეაქცია ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ვაჟმა ეს მასთან შეთანხმების
გარეშე დაგეგმა, შვილი სასტიკად სცემა და თვალები ამოთხარა.
მუჰამედს თავისი ორი ვაჟი ეხმარებოდა, რომლებიც ფიზიკურად
უსწორდებოდნენ საკუთარ ძმას, დედა კი სხვა ოთახში ჩაკეტეს, რათა ხელი არ შეეშალა მათთვის.
„ჩემმა ძმებმა და მამამ გვერდით ოთახში შემათრიეს, საწოლზე
მიმაბეს, შემდეგ მამამ კოვზი აიღო და თვალების ამოთხრა დამიწყო. ვღრიალებდი და ვთხოვდი,
რომ გაჩერებულიყვნენ, თუმცა ისინი არ ჩერდებოდნენ“ - განაცხადა ჟურნალისტთან საუბარში
აბდულ ბაკიმ.
ბიჭის დახსნა მისმა მეზობლებმა შეძლეს, რომლებმაც აბდულის
ღრიალი გაიგეს და საშველად წავიდნენ. მათვე გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.
დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ექიმებმა შეატყობინეს, რომ მთელი
ცხოვრება უსინათლო იქნება. რაც შეეხება მოძალადე მამასა და მის ორ ვაჟს, ისინი პოლიციამ
ადგილზე დააკავა.
კომენტარი