სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დოდო გუგეშაშვილის მეზობელი - სახლიდან ისმოდა ხმაურისა და ჩხუბის ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას

სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, თუმცა გასროლის ხმა არ გაგვიგია, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახლში ის თავად არ იმყოფებოდა და ჩხუბის და ხმაურის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა შეატყობინა.

”ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ესმოდა ხმაური - ქალბატონი ითხოვდა შველას, თუმცა როგორც მან თქვა, სროლის ხმა არ გაუგია და ვერ გაარჩია. რაც შეეხება ოჯახს, მე შორიდან ვიცნობდი. მათთან სტუმრები იშვიათად მიდიოდნენ”, - განაცხადა მან.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, წარმოუდგენელია მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მომხდარიყო, რადგან ოჯახს მატერიალურად უჭირდა:
"დოდო, შვილთან ერთად, ერთი წელია, რაც ამ მისამართზე გადმოვიდა, დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ბოლო პერიოდში დოდო ძალიან აქტიური იყო, მეც ვეტერანი ვარ და მეუბნებოდა: რატომ არ მოდიხარ ვეტერანთა კავშირშიო. გუშინ რომ ვნახე, არც აღელვება ეტყობოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მათი ბინა მე-13 სართულზეა, სროლის ხმა მე არ გამიგია, თუმცა სხვები ამბობენ, სახლიდან ხმაური ისმოდა. დოდოს შვილი ძალიან პატიოსანი ბიჭი, წესიერი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ის ჯერ ვეტერანთა კავშირში მუშაობდა ფოტოგრაფად, ბოლო პერიოდში კი ერთ-ერთ საბავშვო-გასართობ ცენტრში. დედა-შვილი დიღმის მასივში ქირით ცხოვრობდნენ. წარმოუდგენელია, მათთან ვინმე საყაჩაღოდ შესულიყო, რადგან მათ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ. არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელს იცნობდნენ და კარიც თვითონ გაუღეს".

ერთ-ერთი მეზობელი კი, რომელიც მე-10 სართულზე ცხოვრობს, ამბობს, რომ მე-11 სართულზე სისხლინი ხელთათმანი და პლედი ნახა, თუმცა მისთვის უცნობია, ისინი მკვლელმა დატოვა თუ კრიმინალისტებმა გამოიტანეს დოდო გუგეშაშვილის სახლიდან

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100