სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინტერესო ფაქტები ალექსანდრე მაკედონელის შესახებ

1) ალექსნდრე მაკედონელი ქალაქ პელეში დაიბადა.

2)
დავიწყოთ იქიდან რომ, როცა ალექსანდრე გარდაიცავალა ზუსტად 38 წლის და 8 ვის იყო. მერე რაც მოხდა და როგორც დაიშალა მისი იმპერია ალბათ ყველამ იცით.

3) როდესაც ალექსანდრე მის მიერ დამარცხებული სპარსეთის მეფის დარიოსის ტახტზე დაჯდა იატაკს ფეხი ვერ მიაწვდინა.

4) ''ალერსიანი გამოხედვა, სუფთათ გაპარსული წვერი, და ოდნავ მარცხნივ შეღერებული ყელი''. ასე აღწერდნენ ისტორიკოსები ალექსანდრეს გარეგნობას. ცოტა მოგვიანებით ალექსანდრეს მიბაძვით ავანტიურისტები წლების მანზილზე დადიოდნენ ყელმოღერეცილები.

5) ''ჭამაში ზომიერებას მე ჩემმა ამღზრდელმა ლეონიდამ შემაჩვია. იგი ხშირად ხსნიდა ჩემი ქვეშაგებისა და ტანსაცმლის სკივრებს და საგულდაგულოდ ათვალიერებდა დედაჩემს რაიმე ტკბილეული ან ზედმეტი ნუგბარი ხომ არ ქონდა ჩადებული.'' ხშირად იხსენებდა ალექსანდრე.

6) ალექსანდრეს ძალიან უყვარდა სხვადასხვაგვარი შეჯიბრებების გამართვა. ერთ-ერთი მათგანის ჩატარება მან ღვინის სმაში გადაწყვიტა ჩაეტარებინა. ამ შეჯიბრს მაშინ 43 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვებულ ''პრომაქოს'' ალექსანდრემ საკუთარი ხელით გადასცა ოქროს გვირგვინი. თუმცა პრომაქოსმა 3 დღეც ვეღარ იცოცხლა.

7) იცი ''ბუკეფალის'' გაწრთვნის ისტორია? თუ არა მაშინ მე დაწვრილებით მოგიყვები ამ ამბავს: ერთხელ ფილიპეს (ალექსანდერს მამას) იშვიათი სილამაზის ცხენი მიჰგვარეს, რომელსაც ხარის თავის მსგავსი ნიშანი ჰქონდა შუბლზე და ამიტომ მას ''ბუკეფალი'' ანუ ხარისთავა'' დაარქვეს. ცხენი ძალზე ურჩი გამოდგა. ვერავინ ვერ შეძლო მისი მოთვინიერეება. საუკეთესო მხედრებსაც კი აგდებდა. ახალგაზრდა უფლისწულმა ალექსანდრემ, შენიშნა რომ ბუკეფალს საკუთარი ჩრდილი აშინებდა. მაშინ მას ზურგზე მოახტა და მზის საწინააღდეგოდ გააჭენა.
ასე ჭენებით დაღალა და საბოლოოდ მოათვინიერა კიდეც. ამის შემდეგ ფილიპემ ალექსანდრეს აჩუქა ეს ცხენი ალექსანდრე კი მას ძალიან უფრთხილდებოდა.

8) ალექსანდრესა და დარიოს მე3_ს შორის გადამმწყვეტი ბრძოლა მესოპოტამიაში გავგამელასთან გაიმართა. ბრძოლაში დარიოსს 80 000 ქვეითი, 15 000 მხედარი, 200 საომარი ეტლი და 15 საბრძოლო სპილო ყავდა. ალექსანდრემ ეს არმია 40 000 ქვეითით და 7 000 მხედრით დაამარცხა.

9) მაკედონური დინასტია ბალლკანეთის მართველმა კასანდროსმა ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ამოაწყვეტინა. ძვ. წელთაღრიცხვით 317 წელს ჯერ ალექსანდრეს დედა მოაკვლევინა და შემდეგ მისი ცოლ-შვილი. როქსინა და პატარა 12 წლის ალექსანდრე.

10) და ბოლოს დავამთავრებ იმით რომ ალექსანდრეს არც ერთი არც დიდი და არც მცირე ან თუნდაც უმნიშვნელო ბრძოლა არ წაუგია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100