სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე მყარდება დიქტატურა.... მე ვტოვებ პარლამენტს - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტს ტოვებს. ის "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ასე მყარდება დიქტატურა.

"ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი, დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე, აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა.

ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის, ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი - ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები, ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე

კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან გადამგდებები, მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი, ზუსტად ისე როგორც კრემლთან.

მე ვტოვებ პარლამენტს - პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება - ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად

როგორ არ დავუშვათ ეს - ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის", - წერს ზურა ჯაფარიძე.

ამავე თემაზე:

"ოცნება" ვადამდელის დასანიშნად 43%-იან ვალდებულებაზე უარს ამბობს - არჩევნები კეთილ ნებაზე იქნება;
თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა - "ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებაზე

ლის დასანიშნად 43%-იან ვალდებულებაზე უარს ამბობს - არჩევნები კეთილ ნებაზე იქნება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100