სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დარჩიაშვილი ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე - რას ამბობს კობახიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სერგეი ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე - "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე ობიექტური კითხვები არ არის.

„აქაც კი ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. მინდა, სხვა ქვეყნებს ვურჩიო ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე ყიდიან და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. ეს ორმაგი სტანდარტია კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულნი და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ წუთებში, მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს. მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს მინისტერიალზეა სერგეი ლავროვი და ილია დარჩიაშვილიც. რა აქვს სათქმელი ქართველ დიპლომატს პუტინის ერთგული კაცისთვის, ეს წუთი-წუთზე უნდა გახდეს ცცნობილი. ვიდრე შეკრება დაიწყებოდა, ცნობილი გახდა რომ მაკედონია ენტონი ბლინკენმაა დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100