სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ ცერცვაძე: არის იმედი რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს რემდესივირს

მედიკამენტ რემდესივირის რიგში, რომ ჩამდგარიყო საქართველო, ჩვენ ვიქნებოდით უშანსოდ, - ამის შესახებ განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი სიტყვებით, ამის მიზეზი იქნებოდა ის, რომ მრავალი ქვეყანა ელის რემდესივირს, როგორც კორონავირუსის სამკურნალოდ ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ მედიკამენტს.

თენგიზ ცერცვაძის სიტყვებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია "გილეადსა" და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია არსებობს, არის შანსი რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს ურიგოდ მიიღებს. "გილეადი" საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში მედიკამენტების მიმწოდებელი კომპანიაა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს თანამშრომლობის ეს ისტორია და „მისცეს საქართველოს რემდესივირი“.

არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რემდესივირს და თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო მსოფლიო ლიდერმა ტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და მომავალში დაიზღვევს თავს რაიმე სერიოზული დანაკარგებისგან“,- განაცახადა თენგიზ ცერცვაძემ.

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი რემდესივირი გამოცხადდეს. ამის შესახებ თეთრ სახლში, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100