კობა დავითაშვილი - არც მონანიებას ვაპირებ და არც თქმას, რომ მეტს აღარ ვიზამ
არც
მონანიებას ვაპირებ და არც
ბოდიშის მოხდას, არც
იმის თქმას,
რომ მეტს
აღარ ვიზამ,
- ამის შესახებ
განცხადება საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
კობა დავითაშვილმა
დღეს ჟურნალისტებთან
შეხვედრისას გააკეთა.
კობა დავითაშვილმა
გუშინ "მაესტროს"
ეთერში მომხდარ
ინციდენტზე საუბრისას
განაცხადა, რომ
პირველს ხელი
მისთვის სერგო
რატიანს არ
დაურტყია.
"უნდა
ვაღიარო, რომ რატიანს ხელი არ დაურტყია, ხელი მოიქნია, მაგრამ არ მომხვედრია. თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთამენთთან და რომ მოენდომებინა, ამას მოახერხებდა. პირველი მე ვკარი ხელი და მისი წაქცევაც არ ამცირებს მას, რადგან ფეხი დაუცდა აშკარად. პირველად მე შევაგინე, არაფერს ვნანობ, არც ბოდიშის მოხდას ვაპირებ, მაგრამ მზად ვარ პასუხი ვაგო, როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად",
- განაცხადა
დავითაშვილმა.
კობა დავითაშვილი დღეს უმრავლესობის მხრიდან გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირადად მას უმრავლესობიდან არ დაკავშირებიან.
"ვიცი
და მესმის, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, მაგრამ სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ძალიან რთულია, გამოიჩინო თმენა, როდესაც წააწყდები უსამართლობის და ცინიზმის ისეთ გამოხატულებას, როგორიც მე ვიხილე გუშინ. თუ საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, ასეთი შეფასებებიც მოვისმინე, რომ თუ ნერვები ღალატობს ადამიანს, სახლში უნდა იჯდეს, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ გადაწყვეტილებას
მე დავემორჩილები. ამ ბოლო დროს ჩვენ საჯაროდ გვაქვს ერთმანეთთა ურთიერთობა",
- განაცხადა
კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილი
აცხადებს რომ სანამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ განხორციელდება და სასამართლო სრულიად დამოუკიდებელი არ იქნება, ძალადობას საფუძველი კვლავ იქნება. დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯერ სამართალდამცავები
არ დაკავშირებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თავად გამოცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში.
კომენტარი