გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს
არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. ამ საკითხზე განცხადება შსს-ში დღის ბოლომდე გაკეთდება.
საგამოძიებო მოქმედებებმა მცხეთის განყოფილების შემდეგ გლდანის პოლიციის სამმართველოშიც მიმდინარეობდა.
სწორედ ამ განყოფილებაში ჰყავდათ საქმის მთავარი ფიგურანტები მათ შორის, სპორტსმენები და ოქროს მოწმე - გური ამირხანაშვილი. ის პოლიციაში იმ მორაგბეების ამოსაცნობად დაიბარეს.
19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.
ახალგაზრდა გუშინ დაკრძალეს.
კომენტარი