სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა ხაჭაპურიძე აღიარებს, რომ 26 მაისის ღამეს აქციის ჩასატარებლად მერიის ნებართვა არ ჰქონდა

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აღიარებს, რომ 26 მაისის ღამეს აქციის ჩასატარებლად მერიის მიერ გაცემული ნებართვა არ ჰქონდა.

როგორც ხაჭაპურიძემ "პირWელს" განუცხადა, ეს დოკუმენტი მას რამდენიმე დღიღ ადრე, ადვოკატების საპროტესტო აქციის დაშლის დროს "პატრულის" თანამშრომლებმა ხელიდან გასტაცეს, თუმცა მისი ასლი მერიაში ამ დრომდე ინახება.

"რამდენიმე დღეში მერიისგან ამ ასლს აუცილებლად გამოვითხოვ, თუმცა მეეჭვება, მომაწოდონ" - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, ხაჭაპურიძე კვლავინდებურად ირწმუნება, რომ მის მიერ თავის დროზე ადვოკატთა საპროტესტო აქციისთვის აღებული ნებრთვა ერთთვიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, პარლამენტის შენობასთან ადვოკატთა საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თბილისის მერიაში განაცხადის წარდგენისას ხაჭაპურიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ადვოკატები შიმშილობის 5-დღიან აქციას იწყებდნენ, რომელიც 21 მაისამდე, ანუ “სახალხო კრების” მიერ საკუთარი საპროტესტო აქციების დაწყებამდე გაგრძელდებოდა და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადვოკატები “სახალხო კრების” აქციებს შეუერთდებოდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 25 მაისს, ღამის 24:00 სთ-ზე "სახალხო კრებას" მის მიერ მერიაში შეტანილი განაცხადის ვადა ამოეწურა. ვადის ამოწურვამდე კრების ლიდერებს ტერიტორიის გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ რამდენჯერმე ჯერ სიტყვიერად ეცნობათ, ხოლო 24:00 სთ-მდე 10 წუთით ადრე მათთან უშუალოდ აქციაზე მერიის წარმომადგენელი მივიდა და წერილობითი ცნობა გადასცა, თუმცა შალვა ხაჭაპურიძე და მის სიტყვებზე დაყრდნობით აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ნინო ბურჯანაძე ბოლო წუთამდე არწმუნებდნენ პარლამენტთან შეკრებილთ, რომ ხაჭაპურიძეს მერიისგან ერთთვიანი ნებართვა ჰქონდა აღებული, ამდენად აქციის 24:00 სთ-ის შემდეგ გაგრძელება სრულიად ლეგიტიმური იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100