სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექიმების თქმით, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

ახალი პაციენტების კონტაქტებისა და სხვა დეტალების შესახებ განცხადება დღის განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდება.

ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ ჯამში 12 დაინფიცირებულს მკურნალობენ, 1 საეჭვო პაციენტს ანალიზები უკვე აუღეს და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კვლავ კრიტიკულია 70 წლის კაცის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა.

ექიმები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში 4 ადამიანი გაწერონ, რომელთა დაინფიცირებიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა და ამ დროისთვის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმტომები არ აღენიშნებათ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100