სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„m²“-მა ჭარბი ლიკვიდურობის და მზარდი გაყიდვების შედეგად მოზიდული დაფინანსება წინსწრებით დაფარა

თბილისი,15 დეკემბერი, 2014–დეველოპერულმა კომპანია„m²“-მა, განაცხადა საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) მიერ გამოყოფილი დაფინანსების წინსწრებით დაფარვის შესახებ. გასულ წელს, საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ, „m²“-ს, სამი პროექტისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო რესურსი გამოუყო, საიდანაც მხოლოდ 5 მილიონი აშშ დოლარის ათვისება მოხდა. ჭარბი ლიკვიდურობის და გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად „m²“-მა, 5 მლნ აშშ დოლარი წინსწრებით დაფარა.

დეველოპერული კომპანია „m²“-ი, სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საიდანაც მაღალი ნდობის და სტაბილურობის ხარჯზე, იზიდავს ფინანსურ სახსრებს. „m²“-ის ყველა სამშენებლო პროექტი ფინანსდება სწორედ ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, როგორიც არის: კანადის მთავრობა, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100