რომელი საკვები იწვევს დაღლილობასა და უძლურებას?
ამერიკელმა მეცნიერებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც ორგანიზმის დაღლილობასა და უძლურებას იწვევს.
სიის სათავეში, რათქმაუნდა ალკოჰოლური სასმელები მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები განმარტავენ, რომ ალკოჰოლი არამხოლოდ თენთავს ორგანიზმს, არამედ ნასვამ მდგომარეობაში ძილი სხეულს ძალების აღდგენას ვერ უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალკოჰოლი იმაზე უფრო მავნებელია ვიდრე ჩვენ გვგონია.
მეორე ადგილზე ამ სიაში ტკბილეული დგას. მეცნიერთა განმარტებით ტკბილეული ორგანიზმში გლუკოზას დონეს ამაღლებს, რომელიც შემდგომში მკვეთრად ეცემა და ადამიანს უძლურების შეგრძნებას უჩენს.
მესამე ადგილზეა ინდაურის ხორცი. მასში შემავალი ცილები სარელასაქციო ეფექტს ფლობენ, რაც შრომისუნარიანობას ადაბლებს.
მეოთხე ადგილზეა ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები, მათ შორის მაკარონიც. მათ ზუსტად ისეთი ეფექტი აქვთ, როგორც ტკბილეულს.
მეხუთე პოზიციას კი შემწვარი საკვები იკავებს, რადგან ასეთი პროდუქტის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი ენერგია სჭირდება და სხვა ქმედებებისთვის სხეულს ნაკლები ძალა რჩება.
ხოლო რაც შეეხება ორგანიზმისთვის ძალის მიმცემ პროდუქტებს, მეცნიერები ასეთად რკინების შემცველ საკვებს ასახელებენ. მაგალითად: ვაშლი, ისპანახი, ჭარხალი, წიწიბურა, ლობიო.
კომენტარი