სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდესაც მიხვდნენ, რომ შეიძლება გაგუდულიყო, მაშინ გაუშვეს ხელი - ეძგვერაძის ადვოკატი საქმეში ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს

ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატი ამბობს, რომ ენმ-ს საკრებულოს წევრზე რამდენიმე ადამიანი ჯგუფურად ძალადობდა.

რამდენიმე პირი უჭერდა ყელზე, როდესაც მიხვდნენ, რომ შეიძლება გაგუდულიყო, მაშინ გაუშვეს ხელი - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

ოპოზიციონერი უკვე ექიმმა დაათვალიერა, შედგენილია ოქმიც, სადაც დეტალურად არის ის დაზიანებები, რაც ეძგვერაძეს აღენიშნება.

ადვოკატი საუბრობს პოლიციელების მხრiდან უფლებამოსილების გადამეტებასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზეც და ითხოვს რომ საქმე პირად კონტროლზე სახალხო დამცველმა აიყვანოს.

აუცილებელია, რომ სახალხო დამცველი ჩაერთოს და პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე, რადგან ირაკლი მომიყვა, როდესაც შეიყვანეს ავტოფარეხში, მას რამოდენიმე პირი უჭერდა კისერზე და ყელის მიმართულებით ხელს და როდესაც ის ვეღარ სუნთქავდა და როდესაც მიხვდნენ, რომ შეიძლება გათიშულიყო, ან გაგუდულიყო, სწორედ მაშინ გაუშვეს ხელი. ეს ყველაფერი მას აღენიშნება ტანის სხვადასხვა მიდამოებში. რა თქმა უნდა, ექიმმა დაათვალიერა და ეს ყველაფერი შეტანილია შესაბამის დოკუმენტაციაში, მაგრამ აუცილებელია, რომ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს აღნიშნული პირები. კადრებში ჩანს, ვინ ძალადობს, ირაკლიმ იცის, ვინ ძალადობს. კეთილი ინებონ, მოვიდნენ, გამოძიება დაიწყონ, ჩვენება ჩამოართვან და ამის შემდეგ ეს ადამიანები დააკავონ. კანონში პირდაპირ არის დაწერილი, რომ, როდესაც შსს-ს წარმომადგენლები ატარებენ ღონისძიებებს, მათ უნდა ეცვათ შსს-ს ფორმა და ისინი უნდა იყვნენ ადვილად ამოცნობადები. მაგრამ ამ ადამიანებს არავითარი ამომცნობი საშუალებები არ ეცვათ, არც ეკეთათ და ისინი იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ამ დრომდე დუმს სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იზოლატორში არ გამოჩენილა არც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც.

ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100