სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 30%-ით, ევროსთან მიმართებაში 40%-ით დაეცა

რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 30%-ით, ევროსთან მიმართებაში 40%-ით დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს. რაც შეეხება დოლარს, გუშინ, 27 თებერვალს, რუსეთში ვალუტის გაცვლის ჯიხურებში დოლარი 100-დან 190 რუბლამდე ღირდა. ხოლო რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 83,5 რუბლი დოლარზე. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა გადაიდება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათამდე, განაცხადა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს. ბანკმა ასევე შემოიღო "დროებითი აკრძალვა" უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირების გაყიდვის შეკვეთებზე, ნათქვამია განცხადებაში. ცენტრალურმა ბანკმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორშაბათს რუსული ვალუდა თითქმის 30%-ით დაეცა, როდესაც ბაზრებმა დაიწყეს რუსეთზე აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შეფასება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ზრდის საპროცენტო განაკვეთს 20%-მდე, 9,5%-დან, რათა თავიდან აიცილოს რუბლის გაუფასურება და უფრო მაღალი ინფლაცია. ფინანსისტები არ გამორიცხავენ, რომ ორშაბათს, 28 თებერვალს, გაცვლითი კურსით დოლარი 300 რუბლი გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100