ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ
ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ. ამის შესახებ AFP წერს. თუმცა, როგორც „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდულა ბაკი ჰაკანიმ აღნიშნა, ქალები და კაცები სხვადასხვა კლასებში ისწავლიან. ჰაკანის თქმით, გოგოები და ბიჭები ერთად ვერ სკოლებში ისწავლიან. მან აღნიშნა, რომ ქალებს განათლების უფლება აქვთ და „თალიბანი“ მათ ამისთვის „უსაფრთხო გარემოს“ შესთავაზებს. ჰაკანიმ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტები მალე გაიხსნება, პედაგოგებს კი ხელფასს გადაუხდიან.
კომენტარი