საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აქვა გეომ“ წარმოება გააფართოვა
საქართველოს
ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით„აქვა გეომ“,
რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზი გააფართოვა.
„აქვა
გეო“ სასმელ წყალს „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას
კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან
ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზენატურალური მინერალური წყლის მოპოვების
ლიცენზიასფლობს, ამჟამად კი 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„აქვა
გეოს“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა 20 მლნ. ლარის ოდენობის
ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩამომსხმელი ხაზების შესყიდვას მოხმარდა. პროექტის ჯამური
ღირებულება 70მლნ. ლარს უტოლდება.
„საქართველოს
ბანკის ხელშეწყობით ჩვენს საწარმოს ახალი ხაზი შეემატა, რომლის სიმძლავრეც საათში 24,000
ბოთლს უტოლდება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა პროდუქციის დივერსიფიკაცია და
არსებული პორტფელი გაგვეზარდა. კომპანიის 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლის სურვილების
გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღვნიშნეთ
- ამიერიდან ლიმონის არომატს მინერალებით გაჯერებული ორი ახალი არომატი - ვაშლის, საზამთროსა
და ნესვის მიქსი შეემატა. „აქვა გეო“ პირველი წყლის კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც
მომხმარებელს „სნოს“ ბრენდის ქვეშ არომატიზირებული წყალი შეთავაზა.“ - აცხადებს„აქუა
გეოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან შავლაყაძე.
კომენტარი