გიგლა მიქაუტაძე - ანაკლია საქართველოს წაართვეს და არა ინვესტორებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილმა კანონპროექტმა, რომელიც საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არსებობს და ბიზნესი დაუცველია.
აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მთავრობის მიერ ანაკლიის შეჩერებას, რომელიც არ წარმოადგენს რიგით კერძო პროექტს და მას გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამიტომ, ანაკლია საქართველოს და მის მომავალ თაობებს წაართვეს და არა კონკრეტულ ინვესტორს, თუმცა, დროებით.
იმისთვის, რომ საქართველოს დაზიანებული იმიჯი გამოსწორდეს, აუცილებელი წლევანდელ არჩევნებზე უარი ვუთხრათ ოლიგარქიას და დავუბრუნდეთ დემოკრატიულ განვითარებას. „ლელო საქართველოსთვის“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ ნაბიჯს სწორედ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ გადადგამს და საფუძველს ჩაუყრის სამართლიან სახელმწიფოს.
კომენტარი