სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიაში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ლიბიაში, ხალიფა ჰაფტარის „ეროვნული არმიის“ თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

ჰაფტარის არმიამ იერიში ტრიპოლის პორტზე, მიტიგას აეროპორტსა და სანაპირო ტერიტორიებზე მიიტანეს. დაღუპულთა შორის ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა.

აპრილის ბოლოს ხალიფა ჰაფტარმა განაცხადა, რომ ლიბიის მართვაზე კონტროლს ჯარი აიღებს.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100