სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკვე გაძნელდა გავიაზროთ რა გვემართება

ისე ხდება, რომ ვეღარ ვუგებთ უკვე ერთმანეთს,
ადამიანებს აღარ დაგვრჩა გრძნობები გულში,
რა გაეწყობა, ვეღარ ვხედავთ თურმე ვერაფერს
პატიოსნება გადავცვალეთ წამსა და წუთში.

დღეს არაფერი აღარ ფასობს, არცერთი სიტყვა,
გადაცვეთილი სიბინძურით სავსე ვართ სულში ...
გადაგვავიწყდა ყველაფერი, რაც ადრე ითქვა
ვყიდით ხურდაზე,ადვილად რომ გვეტევა მუჭში.

რა დროს ცრემლია, რა დროსია ახლა სიკეთე,
გადაჯიშების ზღვარზე ვდგავართ ახლა ყველანი!
ისე მივდივართ დარაზმულნი, ბეწვის კიდეზე
ბევრს რომ მოუნდეს გაგვაჩერებს ალბათ ვერავინ...

აღარც და არ დობს, და აღარც დარდობს,
აღარც ჩვენ გვინდა მისი დარდობა,
თავი ვერ ხვდება ჩვეულად ხარბობს.
ან სად დავკარგეთ ის დრო, ბავშობა?...

ასე მოვრჩებით უაზრობით, რაღას დავტოვებთ,
უკვე გაძნელდა გავიაზროთ რა გვემართება . . .
გინდათ ძმობა და სიყვარული?–მოდით აწონეთ,
რა გვენაღვლება, რა გვენაღვლება,რა გვენაღვლება...

ამ ლექსის ავტორი ახალგაზრდა პოეტი რეზი ქინქლაძე, სულ მალე მკითხველს ლექსების რიგით მეორე კრებულს შესთავაზებს. წიგნი სახელწოდებით „მიყვარხარ“ უკვე დაბეჭდილია და სულ მალე გახდება მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. როგორც droni.ge-სთვის გახდა ცნობილი კრებულის პრეზენტაციას დაესწრებიან ცნობილი ქართველი მსახიობები, რომლებიც რეზის ლექსებს წაიკითხავენ და მომღერლები, რომლებიც ღონისძიებას მუსიკის ჰანგებით გააფორმებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100