სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნიჭიერის“ რუსულ ანალოგში ქართველმა კონკურსანტმა დიდი მოწონება დაიმსახურა (ვიდეო)

„ნიჭიერის“ რუსულ ანალოგში „დიდების წუთი“ ქართველმა კონკურსანტმა ჟიურის წევრებისა და მაყურებლების უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ფინალშიც გავიდა. გადაცემა რამდენიმე დღის წინ გავიდა ეთერში და მაყურებლებიც აღაფრთოვანა. ამ დროისთვის ლეო ფინალისტებს შორის მხარდამჭერთა რაოდენობით ლიდერია.

როგორც წამყვანებმა აღნიშნეს, მათ ძალიან იშვიათად უნახავთ ართაცებისგან სკამიდან წამომხტარი ჟიურის წევრი, რომელიც კონკურსანტს ტაშს უკრავდა და მაყურებელსაც ამისკენ მოუწოდებდა – სწორედ ასე გამოხატა თავისი მხარდაჭერა ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა და ცნობილმა მომღერალმა – დიანა არბინინამ.

ჟიურის კიდევ ერთი წევრი, რუსეთის სახალხო არტისტი ლარისა გუზეევა იმდენად აღტაცებული დარჩა, რომ ეს გრძნობა ქართული ფრაზებითაც კი გამოხატა.

30 წლის ლევან შენგელია, იგივე ლეო მოსკოვში, ერთ–ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს და ძირითადად, ქართული კერძების მომზადება ევალებოდა. სხვათა შორის, რუსეთში წასვლამდე ლეო „იუმორინაშიც“ გამოდიოდა – მას ქართული ხალხური საკრავების კუთხით აქვს მიღებული მუსიკალური განათლება.

„ადამიანი–ორკესტრი“ – ასე უწოდეს მას წამყვანებმა, რადგან ლეომ ორ სალამურზე დაკვრასთან ერთად (მათ შორის, არამარტო პირით, ცხვირითაც კი) საქსაფონისა და საყვირის ხმოვანი იმიტაცია ტუჩების, ენისა და სასის სინქრონული მოძრაობით წარმოადგინა.

სხვათა შორის, ლეოს გატაცება მხოლოდ ქართული ხალხური საკრავები არ არის. ქართული ფოკლორისა და თანამედროვე მუსიკის საკმაოდ ორიგინალური შეხამებით ის საინტერესო კომპოზიციებს ქმნის. ერთი მათგანის ვიდეორგოლის ნახვა აქ შეგიძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100