სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონში შეტაკებებს პირველი მსხვერპლი ჰყავს, პოლიცია კი პლასტიკურ ტყვიებს გამოიყენებს

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში წუხელ განახლებული შეტაკებების პირველი მსხვერპლი ჰყავს. კლეპჰემში სროლის დროს დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არეულობა, რომელიც პოლიციის მიერ 29 წლის ახალგაზრდის ლიკვიდაციას მოჰყვა, ოთხი დღის წინ ლონდონში დაიწყო და თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. ბირმინჰემში, ნოტინჰემში, მანჩესტერსა და ბრისტოლში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა არეულობა, რომელსაც შვებულებიდან ვადაზე ადრე დაბრუნებულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა „წმინდა კრიმინალური ფაქტები“ უწოდა და პირობაც დადო, რომ ლონდონში პოლიციელების რიცხვს 16 ათასამდე გაზრდის.

ამავდროულად, როგორც "ბი–ბი–სი" იუწყება, დიდ ბრიტანეთში პოლიციელებს, შესაძლოა, პლასტიკური ტყვიების გამოუენების ნება დართონ. ასეთი სახის ტყვიები ამ დანიშნულებით პოლიციას აქამდე არასდროს გამოუყენებია. ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც პლასტიკური ტყვიის გამოყენება მოჰყვება, ისეთი შემთხვევა უნდა იყოს, რომელიც მიუთითებს, რომ პოლიციას სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა. პლასტიკური ტყვიების გამოყენების შემთხვევები მკაცრად იქნება აღრიცხული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100