სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოხმაურება სახალხო დამცველის განცხადებაზე

ხუდონჰესის პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე, ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებელი კომპანია ”ტრანს ელექტრიკა ჯორჯია” მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის ოფისი დაინტერესებულია ხუდონჰესის პროექტის მიმდინარეობით. ასევე მიგვაჩნია, რომ საზოგადოების თითოეული დაინტერესებული წევრის აქტიურად ჩართვა ქვეყნისათვის ამ სტრატეგიული პროექტის განხილვაში მეტად მნიშვნელოვანია.

კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ თავიდანვე დაინტერესებული იყო თანამშრომლობით სახალხო დამცველის ოფისთან. სწორედ, ჩვენი კომპანიის ინიციატივით მოხდა ჩვენი შეხვედრა თქვენთნ, რათა მოგვეწოდებინა სრული ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 2013 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში ჩატარდა, „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს წარუდგინეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვერსია და ასევე განსახლების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ანგარიში, (ეს ის ანგარიშებია რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე) თუმცაღა ჩვენს გაოცებას ნამდვილად იწვევს სახალხო დამცველის განცხადება, იმის შესახებ, რომ კომპანიას არ გააჩნია განსახლების გეგმა და კომპანია უარს აცხადებს ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ. კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარა ამ ტიპის პროექტებისათვის საჭირო არა ერთი ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევა, რომელიც აისახა პროექტის მასალებსა და ანგარიშებში. ამ კვლევების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხორციელების ადგილზე მასშტაბური სამუშაოების ჩატარების გარეშე. კომპანია ყოველდღიურად, სამუშაო რეჟიმში აწარმოებდა კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასევე არასდროს კომპანიის წარმომადგენლებს არ უთქვამთ უარი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია სახალხო დამცველის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ“ უარი განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ სახალხო დამცველის ოფისიდან ოფიციალური მიმართვა კომპანიას შეხვედრასთან დაკავშირებით არ მიუღია. ვადასტურებთ, რომ სახალხო დამცველის პრესამსახურის წარმომადგენელი ესაუბრა კომპანიის პიარ მენეჯერს, რომელმაც კომპანიაში მიღებული რეგლამენტის მიხედვით მოთხოვა წერილი შეხვედრასთან დაკავშირებით, ან მიემართათ ოფიციალურად ენერგეტიკის სამინისტროსთვის და სამინისტრო შესაბამისად გამოუგზავნიდა კომპანიას მოწვევას. ვადასტურებთ, რომ მოწვევის შემთხვევაში „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ მზად იყო და ეხლაც მზად არის შეგხვედეთ პირადად თქვენ, ენერგეტიკის სამინისტროსა და დაბა ხაიშის მაცხოვრებლებს.

ჩვენი უდიდესი სურვილია და დაინტერესება, რომ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართოს ეს პროექტი, არავის უფლება არ იყოს დარღვეული და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობის. ადამიანის უპირველესი უფლებაა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ნორმალურ პირობებში და იყვნენ დასაქმებულები. ხუდონჰესის პროექტი, თავისი სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე იქნება სვანეთის რეგიონში არსებული სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გარანტი.

კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100