სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია 1 ადამიანი
სისხლიანი გარჩევა თბილისში - თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს.
დაპირისპირება ბაზრის ტერიტორიაზე ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ ხელჩათული ჩხუბი უძღოდა.
მათივე თქმით, დაკავებულს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, მან კი ერთ-ერთ პირს დანა ჩაარტყა და გაიქცა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.
კომენტარი