სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკი განაახლა

პაშა ბანკმა 10 ივნისს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გაააქტიურა.

განახლებული მომსახურებით სარგებლობაროგორც ფიზიკურ პირებ, ისე მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოები შეძლებენ. საუბარია იმ საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

პაშა ბანკის ახალი ინტერნეტბანკი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მართო საკუთარი ანგარიშები, მიიღო დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე, შეასრულო გადარიცხვები და გადახდები ან შეუკვეთო საბანკო პროდუქტები. კლიენტს ასევე შეეძლება, მიიღო განახლებადი და დეტალური ინფორმაცია გაცვლითი კურსების, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.

ინტერნეტბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება უფასოა. იურიდიული პირები რეგისტრაციის გავლას პაშა ბანკის ფილიალში, ბანკის თანამშრომლების დახმარებით შეძლებენ. ხოლო ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტბანკში დარეგისტრირება ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელს პაშა ბანკში მიმდინარე ანგარიში უნდა ჰქონდეს.

ჩვენ მუდამ ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეახლებინა ჩვენი ინტერნეტ და მობაილ ბანკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და მოქნილი საბანკო სერვისები. იმედი გვაქვს, სიახლეებით კმაყოფილი დარჩებიან.“ - გოგა ჯაფარიძე, პაშა ბანკის კომერციული დირექტორი.

პაშა ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. პაშა ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს pashaonline.ge

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100