სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქმე როცა გურიის განვითარებას ეხება, მომავალ თანამშრომლობას მხოლოდ ნინო წილოსანთან ერთად ვხედავ - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნინო წილოსანმა მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ახალი სლოგანით- „არდეიზარო“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნებზე მისვლა არ დაიზარონ და მეორე ტურშიც მაღალი აქტივობა გამოიჩინონ. ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს წარმატებასა და წარუმატებლობას შორის. „დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი არჩევნების მეორე ტური - 30 ოქტომბერი და კამპანია „არ დეიზაროა“. ჩვენ, 30 ოქტომბერს, საბოლოო გამარჯვებას დავადასტურებთ. ეს არის დღე, როდესაც თითოეული თქვენგანის ხმას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მეორე ტურის კამპანიას ამ მიმართულებით ვაწარმოებთ - ეს არის „არ დეიზარო არჩევნებზე მოსვლა“. გურულებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 8 ოქტომბერს, განსაკუთრებული აქტივობა ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერსაც ზუსტად ასეთი აქტივობით შევხვდებით არჩევნების დღეს“,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. ნინო წილოსანმა აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის დაუჭირა მხარი, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობამ მეორე ტურშიც მიიღოს მონაწილეობა. „მინდა მოგიწოდოთ ყველას - მიუხედავად იმისა, ვის დაუჭირეთ მხარი, მობრძანდით 30 ოქტომბერს და კარგად გააანალიზეთ, რას აძლევთ ხმას - ჩვენს მომავალს თუ წარსულში დარჩენას, თავისუფლებას თუ ტერორს, წარმატებას თუ წარუმატებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს, საბოლოოდ გავაფორმებთ ჩვენს გამარჯვებას. მოგიწოდებთ - მობრძანდეთ არჩევნებზე, დაგვიჭიროთ მხარი ნინო წილოსანს და „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა. „არ დეიზაროს“ კამპანიის დაწყებას ოზურგეთის, უკვე გამარჯვებული დეპუტატობის კანდიდატი, არჩილ თალაკვაძე დაესწრო, რომელმაც ნინო წილოსანს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. არჩილ თალაკვაძე, მეორე ტურში ნინო წილოსანის გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან მისი თქმით, წილოსანის კამპანიას, კონკურენტებთან შედარებით, ბევრად მეტი უპირატესობა აქვს. „ეს არის საარჩევნო პროგრამის წარდგენა, მოსახლეობასთან შეხვედრები, შტაბების მუშაობა, მისი მონაწილეობა საჯარო დისკუსიებში. ასევე, კამპანიის წარმართვის თანამედროვე სტილი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარამეტრების გამო, ნინო წილოსანი, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა კამპანიის წარმართვისთვის, ნინომ და მისმა შტაბმა, პირველ ტურში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მეორე ტურში გამარჯვებანინო წილოსანის იქნება“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მაჟორიტარობის უკვე გამარჯვებულმა კანდიდატმა იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რაც ნინო წილოსანს აქვს. „ნინოს, როგორც კანდიდატს, კონკურენტებთან შედარებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს არის ახალი თაობის ადამიანი, მას აქვს საქმის კეთების თანამდეროვე გამოცდილება, ჰყავს გუნდი, აქვს მენეჯმენტის გამოცდილება, კომუნიკაციის კარგი უნარი, მოსახლეობის მოსაზრებების მოსმენის და ამ მოსაზრებების დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ნინო წილოსანი მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის ასევე დიდი უპირატესობაა ის, რომ ნინო არის ქალი პოლიტიკოსი და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ლიდერი ქალი საჯარო სივრცეში, იმისათვის, რომ ქალთა მიმართ პრობლემები, იყოს აღმოფხვრილი და დისკრიმინაცია, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 2014 წლიდან გამოუცხადა ბრძოლა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრეს. ამის გაკეთება, პირველ რიგში შეუძლიათ ქალ პოლიტიკოსებს. დარწმუნებული ვარ, ნინო წილოსანი იქნება ყველა ქალის უფლებების დამცველი იმ საქმეებთან ერთად, რომელსაც გეგმავს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მანვე აღნიშნა, რომ გურიის რეგიონთან დაკავშირებით, მას და ნინო წილოსანს, საერთო გეგმები აქვთ. „გარწმუნებთ, რომ ორივე ოლქში, რომელიც მეორე ტურის შემდეგ მოგებული გვექნება, საერთო და კარგი თანამშრომლობა გვექნება, იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს გუნდს აქვს დასახული. საქმე როცა გურიის განვითარებას ეხება, მომავალ თანამშრომლობას მხოლოდ ნინო წილოსანთან ერთად ვხედავ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას, მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო წილოსანს, მხარდაჭერა გამოუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. „ნინო წილოსანს ვაძლევ ხმას, ენერგიული და ახალგაზრდა გოგონაა. 30 ოქტომბერს, აუცილებლად, მთელი ოჯახი ნინოს მივცემთ ხმას და გვერდში დავუდგებით. ნინოსთან ვართ სულით და გულით“,- განაცხადა მანანა ცინცაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100