სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლის რომელი დაქალები აღიზიანებთ კაცებს?

ქალები ოჯახურ პრობლემებს ხშირად აბრალებენ ქმრის ძმაკაცებს. ისმის ფრაზები: მთელ ფულს მათთან ან მათზე ხარჯავს, დროის უმეტეს ნაწილს მათთან ატარებს, ყველაფერი სწორედ ძმაკაცების ბრალია, რადგან ისინი ანგარიშს არ უწევენ იმ ფაქტს, რომ მეგობარს ოჯახი ყავს.

ქმრებს ცოლის დაქალებთან პრეტენზიები ნაკლებად აქვთ, თუმცა არსებობს შემთხვეები, როდესაც ნომერ პირველი მტერი სწორედ ცოლის დაქალი გახლავთ. ფსიქოლოგებმა გამოყვეს ცოლის დაქალის სამი ტიპი, რომელიც მამაკაცს აღიზიანებს და უფრო მეტიც შესაძლოა მისი ეშინოდეს კიდეც.

1. ოჯახურ ცხოვრებაში ხელისმოფათურე გაუთხოვარი დაქალი, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში უკვე შემდგარი წყვილის ბედნიერებას აკრიტიკებს. ანუ თავის კრიტიკულ აზრს აფისირებს ნებისმიერ წვრილმანზე რომელსაც შესაძლოა თქვენი მეუღლე ვერც კი ამჩნევდეს.

2. დაქალი მოწყენილობას გრძნობს მას შემდეგ რაც თქვენ მისი მეგობრის ცხოვრებაში შეიჭერით. მას გართობა, სეირნობა, დროის სასიამოვნოთ გაყვანა სურს, მისი ერთგული მეგობარი კი ამისთვის ვეღარ იცლის. მამაკაცის მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ დაქალი მის მეუღლეს გამუდმებით უამბობს თუ როგორ სასიამოვნოთ გაერთო წინა ღამეს კლუბში, როგორ დასეირნობდა მთელი დღე ახალი მეგობრების წრეში. მისი თავგადასავლების მოსმენისას კი ცოლს ქმრისთვის არასასურველი აზრები უჩნდება.

3. დაქალი, რომელიც სტუმრად იშვიათად მოდის, მაგრამ როცა მოდის აკვირდება თქვენს ურთიერთობას და აკეთებს დასკვნას, რომ შეუღლების შემდეგ მეგობარი შეიცვალა, ის ნაკლებად ბედნიერად გამოიყურება. არადა თქვენც და თქვენი მეუღლეც სრულიად კმაყოფილები ხართ თქვენი ურთიერთობით, აი დაქალის აზრი კი საპირისპიროა, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება წყვილის ურთიერთობაზე რადგან აქამდე კმაყოფილ თქვენს ცოლს აღარაფერი აკმაყოფილებს. შესაძლოა მისი უკმაყოფილება გულითადი მეგობარის გადაჭარბებული მზრუნველობის ბრალი იყოს. ხშირად მათი ფრაზები: „რა გადაღლილი სახე გაქვს“, „სევდიანი მეჩვენები“, „ცუდად გამოიყურები“ წორედ, რომ ცოლის ქმრისადმი გაღიზიანებას იწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100