"ხაიშელებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველოს ბრძოლის ველი დღეს ეკონომიკაა"
"საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის" ორგანიზებით ენერგეტიკოსებს, ეკონომისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის "თბილისი მერიოტში" გაიმართა შეხვედრა-დისკუსია, რომელიც ხუდონჰესის პროექტს მიეძღვნა.
შეხვედრაზე პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებთან ერთად განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხებიც, რასთან დაკავშირებითაც თავიანთი პოზიცია გამოხატეს სამხედრო ექპერტებმა:
დათო მურღულაია, სამხედრო–ანალიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი: "უაზრო კითხვაა, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, იქედან რომ მტერი მოგვადგეს. გეგონება მარტო ერთი კუთხიდან იცავდნენ ქვეყანას. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი უნდა იყოს თავდაცვის სამინისტრო. ამ პროექტზე საუბარი როცა მიდის, მარტო ენერგეტიკის სამინისტროს ჭრილში არ უნდა ხდებოდეს განხილვა, თავდაცვის სამინისტროც თავის დასკვანას უნდა დებდეს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჩვენ ვართ სახელმწიფო, გვყავს არჩეული ხელისუფლება და იმან უნდა განსაზღვროს სტარატეგიული განვითარების ხაზი.
როგორც ჩანს, ყველაზე მწვავედ დგას ადგილობრივი მოსახლეობის საკითხი. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აუხსნას იქ მცხოვრებლებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბრძოლის ველი არის ეკონომიკა და იმ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ისინი იქნებიან გმირები.
გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: "სამხედროებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სვანეთი, როგორც ჩრდილოეთი ბლოკპოსტი იქნას ათვისებული. მნიშვნელოვანია თუ იქ ინფრასტრუქტურა განვითარდება, რომ სამხედროებს დაცვის მიზეზი ჰქონდეთ. რაც შეეხება გზის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც კოდორი დავკარგეთ, აღნიშნული გზის ჩრდილოეთ მიმართულებამ აზრი დაკარგა. თუმცა ღირებულება დაცვის კუთხით არ დაუკარგავს. თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხედროების იქ ყოფნას, ლოზუნგით რომ ხუდონჰესი დასაცავია, პირიქით კარგი და ლეგიტიმური იქნება. ვერავინ შემოგვედავება, თუ რატომ არის იქ უსაფრთხოების მკაცრი ზომები."
კომენტარი