სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს რთული დღე გვაქვს... ფრთხილად უნდა ვიყოთ... - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

„დღეს რთული დღე გვაქვს - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ნუ ვიხმაურებთ, რადგან ემოცია საკმაოდ მაღალია, რამაც შეიძლება, კონფლიქტი, დაპირისპირება შექმნას და რაიმე სახის გაუგებრობები გამოიწვიოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროზი მოიმატებს, შეიძლება, ზოგს დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს. ფსიქიატრებმა კარგად იციან, მთვარის დაბნელებაზე რა ემართებათ პაციენტებს - როგორ ნერვიულდებიან და ღიზიანდებიან,- ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“ ისაუბრა.

„დღევანდელი დღე ფრთხილად გავიაროთ, არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ, არავითარი სარისკო მოქმედება, ზედმეტი გადაღლა და გადატვირთვა! ენერგია ბევრი მოდის, მაგრამ ამ ზედმეტმა ენერგიამ, შეიძლება, ადვილად შექმნას კონფლიქტი ან სისულელე გაგვაკეთებინოს, რადგან ზოგიერთმა ახალგაზრდამ არ იცის, თუ სად წაიღოს ეს ენერგია და ეს ან ჯირითში გადავა, ან რაღაც კონფლიქტში, საქმის გარჩევაში და ა.შ. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სატანური დღეა. რისკჯგუფში განსაკუთრებით არიან კურო და მორიელი, შემდეგ - მერწყული და ლომი. მათ დღეს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე სჭირდებათ. დღეს მოვერიდოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ზედმეტი ეჭვიანობა, სიჯიუტე, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, წყენის დამახსოვრება, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი და ა.შ. დღევანდელი დღის „შლეიფი“, ნაწილობრივ, ხვალინდელზეც გადავა“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100