სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასამახსოვრებელი ვიზუალი და საოცარი ხმა - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ქუჩის მუსიკოს, ნინო დათუნაშვილთან

დასამახსოვრებელი ვიზუალი და საოცარი ხმა - ეს ნიჭიერი გოგონა, ნინო დათუნაშვილია. „ნინო არის მუსიკოსი, რომელსაც უყვარს გართობა, დალევა, მეგობრებთან ყოფნა და ცანცარი“, - ასე ახასიათებს საკუთარ თავს თავად მომღერალი. ქუჩის მუსიკოსი, ზოგჯერ სხვადასხვა ბარებში მღერის და ხალხის გულის მოგებასაც ადვილად ახერხებს.

მისმა ნამღერმა საზოგადოება აალაპარაკა და დრონი.ჯი-ს ყურადღებაც მიიქცია.

- საზოგადაოებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი მოგვიყევი ვინ არის ნინო დათუნაშვილი?

- არ ვიცი რა გითხრათ, ნინო არის მუსიკოსი , რომელიც თავისუფალ დროს ლაშქრობაში ატარებს, უყვარს გართობა, დალევა , მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ცანცარი. (იცინის)

- რამდენი ხანია რაც მღერი და აპირებ თუ არა უახლოეს მომავალში რაიმე პროექტში მონაწილეობას?

- ალბათ ბავშვობიდან ვმღერი, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, სიმღერის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. პროექტებში თუ „ნიჭიერს ,იქს ფაქტორს და . გულისხმობთ ,რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტებში არ ვაპირებ მონაწილეობას.

- შენზე ამბობენ, რომ საოცრად ნიჭიერი და საყვარელი ადამიანად ხარ. ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

- თაყვანი მცემელთა რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც მხარს მიჭერენ და მახალისებენ.

- უცხო გარეგნობა გაქვს. შენი იმიჯი გეხმარება პოპულარობის მოხვეჭაში?

- ჩემი სტილი - ჩემი პირადი კომფორტი და გემოვნებაა. ამას არ ვაკეთებ კონკრეტული მიზნით. ასე რომ არანაირად უკავშირდება პოპულარობას.

- ხარ თუ არა შეყვარებული?

- ყურებამდე შეყვარებული ვარ ადამიანზე, რომელიც უკვე მე-4 წელია ჩემს გვერდით დგას და ჩემი მეუღლეა. გვიხარია ცხოვრება და ბედნიერები ვართ ერთად.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ და როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?

- ამ ეტაპზე ხან ქუჩაში ვუკრავ , ხან ბარში და ხან ტურისტები დამყავს ბარებში დასალევად (იცინის). წინასწარ არაფრ დაგეგმვა არ მიყვარს, ამიტომაც წარმოდგენა არ მაქვს სამომავლო გეგმებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100