სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმები გვასწავლიან, თუ როგორ მოვაძროთ მარტივად ძელზე მიყინული ენა

შეიძლება ეს არასერიოზულად აღიქვათ და გაგეცინოთ, მაგრამ უამრავ ადამიანს ეყინება ენა მეტალზე.


დაიბადება კითხვა - რა უნდა ენას რკინის მატერიაზე? მაგრამ, მოგეხსენებათ, ადამიანის ცნობისმოყვარეობის დონე იმაზე მაღალია, ვიდრე ამას აცნობიერებენ. როგორც ექიმები აცხადებენ, თოვლსა და ყინვაში სველი ენის მეტალზე მიდებით მალევე წარმოიქმნება ყინული, რაც ძალიან რთული განსაცალკევებელია. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ბავშვების ცნობისმოყვარეობის შედეგია, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს ზრდასრულ ადამიანს გაუკეთებია.

მიყინული ენის განცალკევებას ნუ ეცდებით გამოწევით, რადგან ამ დროს სამეტყველო ორგანოს დაზიანების უდიდესი ალბათობაა და მისი მორჩენაც ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ყინულის გადმობა სანთებელის დანთებით უცდიათ, რაც ასევე დაუშვებელია.

ექიმები გვირჩევენ, რომ მიყინული ენა დავამუშავოთ ქლორგექსიდინის ხსნარით, ნელ-ნელა გამოვაწევინოთ თავი და შემდეგ ისევ დავამუშავოთ. ამგვარი პროცედურით ჩვენ შევძლებთ ენა უსაფრთხოდ მოვაცალოთ გაყინულ მეტალს, შემდეგ კი მიმართოთ ექიმს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100