სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრაქტიკული ვიდეორჩევები, ანუ როგორი იქნება ახალი სოცქსელი Google +

ჩვენი მკითხველებისთვის უკვე ვწერდით უცხოურ მედიასაშუალებებში ცნობების სესახებ, რომ ამერიკულმა კომპანია „Google“ საკუთარი სოციალური ქსელის, „Google +“ – ის შექმნის შესახებ გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ, ეს სერვისი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „facebook“. ამ თემაზე საუბარი, ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ დროისათვის, საიტი ბეტა–ტესტირების რეჟიმში იმყოფება. ქსელში რეგისტრაცია პერსონალური მოწვევის საფუძველზე გახდება შესაძლებელი, რომელსაც „Gmail“ მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტაზე შესთავაზებენ. სოცქსელით დაინტერესებულებს, ასევე სთავაზობენ, რომ დატოვონ მონაცემები საკუთარი ექაუნთის შესახებ „Gmail“-ზე, რათა „Google +“ –ის მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. „Google +“ –ში ჯგუფური ვიდეოკონფერენციის მოწყობის ფუნქციაც იქნება დამატებული, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ „იუთუბზე“ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც პრაქტიკულადაა ნაჩვენები, რა ფუნქციები და მოქმედების პრინციპი ექნება ახალ სოციალურ ქსელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100