სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახდა ოკუპანტების ოცნება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია, პარლამენტში განსახილველად შესულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

„დღეს პარლამენტში იხილება კანონი, რომლითაც ოკუპანტებს ჯარიმის საფუძველზე შეუძლიათ გადმოკვეთონ საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი და შევიდნენ აფხაზეთის თუ ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს გვერდის ავლით და ნების საწინააღმდეგოდ .... და ახდა ოკუპანტების ოცნება!“ - წერს საჯაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

იგივე საკუთხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფისირებს პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც

„გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ორი ვეტო გადალახა...
რობინ ჰუდივით ვეტო -ვეტოში გაარჭეს და შერვუდის ტყეში გაიფანტნენ...
აქედან გამომდინარე, დღეს დილით, რეგისტრაციაზე ორჯერ ზედიზედ კვორუმი არ ჰქონდათ. ახლა ჩაჰბერავენ ალბათ საყვირს და მოგროვდებიან... დღეს ხომ "დიდი დღეა"... ოკუპაციის კანონია დასასუსტებელი.“ -წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100