სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს ბადრი ბიწაძის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტს არ ადასტურებს

შს სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფის, ოპოზიციონერ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც "პირWელს" სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის შეფმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, "შს სამინისტრო მსგავს ინფორმაციას არ ფლობს".

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ "როცა ამის საჭიროება იქნება, ბიწაძე გამოჩნდება", ამ ეტაპზე კი იგი მის ადგილსამყოფელს არ გაახმაურებს.

"წარმომადგენლობით სახალხო კრებაში" ამტკიცებენ, რომ ბიწაძესთან კონტაქტი არ აქვთ და შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

"26 მაისის შემდეგ ბიწაძესთან კონტაქტი არ მქონია და ამჟამად სად არის, არ ვიცი. რაც შეეხება ბიწაძის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, ჩემს ყურამდე მსგავსი ინფორმაცია არ მოსულა",- განუცხადა "პირWელს" "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს გენერალ გია უჩავას ჩვენების საფუძველზე ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ბიწაძეს პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზებას ედავებიან.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დააკავებენ თუ არა ბიწაძეს, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან, მაგრამ მისი შესაბამის ორგანოში გამოცხადების ვადასა და გირაოს თანხის ოდენობას არ აკონკრეტებენ.

ბიწაძის უფლებების დამცველობის კანდიდატად ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი განიხილება.

როგორც "პირWელს" ნიკოლაიშვილმა განუმარტა, "გამოძიებასთან თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ კომპრომატების დადებას არ ნიშნავს, ეს უბრალოდ ჩვენების მიცემას გულისხმობს, ხოლო თუ ბიწაძე ჩვენების მიცემას თავს აარიდებს, კანონმდებლობის მიხედვით, მის წინააღმდეგ ძებნა უნდა გამოცხადდეს".

ცნობისთვის, შს სამინისტრომ "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის" ყინწვისის მონასტერში აყვანილ წევრთა აღიარებითი ჩვენებები და სატელეფონო საუბრებიც გაავრცელა, რომელთაც, მისი მონაცემებით, შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა, პირდაპირ კავშირში იყო ბადრი ბიწაძესთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100