როგორ შეიძლება აღიდგინოს ქალმა ძალები მკერდის კიბოს დამარცხების შემდეგ?
თანამედროვე მეცნიერება იოგაში ვარჯიშის ახალ დადებით შედეგზე ალაპარაკდა. ისინი ირწმუნებიან, რომ იოგა მარგებელია იმ ქალებისთვის, რომლებმაც სარძევე ჯირკვლების კიბო დაამარცხეს.
აშშ-ს შტატ ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ქაბატონებს იოგა ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის აღდგენაში ეხმარება. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სამი თვის განმავლობაში იოგაში ვარჯიში ქალბატონებს მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას უხსნის და რაც მთავარია ამცირებს დაავადების გართულების რისკს.
ზემოაღნიშნული დასკვნები გამოტანილ იქნა 200 ქალის გამოკვლევის შემდეგ. როგორც დადგინდა იოგა სასარგებლოა ასაკოვანი პაციენტებისთვისაც.
კომენტარი