სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანრი ჯოხაძის ჯოკერმა ვერ გაჭრა - საქართველო „ევროვიზიის“ ფინალს მიღმა დარჩა (ვიდეო)

„ევროვიზიის“ კონკურსში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის იტორიაში ბაქო ყველაზე უიღბლო აღმოჩნდა: ანრი ჯოხაძის მიერ წარმოდგენილმა სიმღერამ „მე ვარ ჯოკერი“ საქართველოს ფინალის საგზური ვერ მოუტანა.

წინასწარი განწყობა ყველასთვის ცნობილია: ის, რომ ანრი ჯოხაძეა ჯოკერია, ბევრმა წინასწარ დაიჯერა და სიმღერას არამარტო ფინალში გასვლას, როგორც მინიმუმ, ხუთეულში მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებდნენ.

24 მაისს ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნებიდან ფინალური ეტაპის საგზურები მოიპოვეს სერბეთმა, მაკედონიამ, მალტამ, უკრაინამ, სლოვენიამ, შვედეთმა, თურქეთმა, სლოვაკეთმა, ბოსნია-ჰერცოგოვინამ და ლიტვამ. 26 მაისის ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ, მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და "დიდი ხუთეულის" - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. პირველი ნახევარფინალის შედეგად ფინალში გადავიდნენ - ისლანდია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა და ირლანდია.

"ევროვიზიაზე" საქართველოდან წარგზავნილთა მონაცემები ასე გამოიყურება:

2007 - სოფო ხალვაში, მეთორმეტე ადგილი
2008 - დიანა ღურწკაია, მეთერთმეტე ადგილი
2009 - სტეფანე & 3G რუსეთში კონკურსზე არ ჩავიდნენ
2010 - სოფო ნიჟარაძე, მეცხრე ადგილი
2011 - ELDRINE, მეცხრე ადგილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100