სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩელიაბინსკის „სასკოლო ღამის კლუბში“ მოზარდებს რყვნიან - პროკურატურამ საქმე აღძრა (ვიდეო)

როგორც ჩანს, რუსული „სექს-რევოლუციის“ სიმბოლოდ ქცევამდე ჩელიაბინსკს ბევრი არაფერი აშორებს: ცოტა ხნის წინ რუსული ინტერნეტსივრცე და მედია გააოგნა ერთ-ერთ კლუბში სკოლის კურსდამთავრებულების მხრიდან ჩარიცხვის აღსანიშნავად მოწყობილმა წვეულებამ, სადაც პოდიუმზე გამოსვლის იმიტაცია სექსუალურ ორგიაში გადაიზარდა და ერთ-ერთი წყვილმა ორალური სექსის „ფრაგმენტიც“ კი წარმოადგინა. ამის შესახებ „დრონი.ჯი“-მაც დაწერა და ეს სტატია (და ვიდეო) კარგა ხნის განმავლობაში ლიდერობდა 5 ყველაზე მეტჯერ წაკითხულ მასალას შორის.

რამდენიმე დღის წინ კი რუსული ინტერნეტი ახალმა „ჩელიაბინსკურმა“ სკანდალმა აიკლო: ამჯერად საქმე არც მეტი, არც ნაკლები, 13-14 წლის მოზარდებს ეხება, რომლებიც school party-ს ერთ-ერთ, საბავშვოდ წოდებულ კლუბ „გარაჟში“ იხდიან.

რუსული, ფედერალური მასშტაბის სკანდალი ამ კლუბთან დაკავშირებით მას შემდეგ აგორდა, რაც ინტერნეტის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა აღშფოთების პათოსით გაჟღენთილი პოსტი წვეულებების შესახებ და პოსტს თან დაურთო ფოტოები, სადაც გამოსახულნი არიან ქვედა საცვლების ამარა მოსეირნე გოგონები და ბიჭუნები, რომლებიც თავიანთ რჩეულებს ვნებიანად ეხვევიან.

„მოზარდებს რყვნიან!“ - ასეთი შეფასებით მთავრდებოდა პოსტი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და უმრავლეს შემთხვევაში აღშფოთებულთა კომენტარები მოჰყვა.

როცა რუსული მედია ჩელიაბინსკის ზემოთხსენებული კლუბის (Garage Underground) საქმიანობითა და პოზიციით დაინტერესდა, დაწესებულების დირექტორმა, ლამის, მხრებაქავებულ, ანგელოზობისთვის გამზადებულ პიროვნებად წარმოაჩინა თავი და განაცხადა, რომ ეს არის დაწესებულება, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ყოფნა 18-დან 22 საათამდე და რომ მათზე არ იყიდება ალკოჰოლი და თამბაქო.

„რაც შეეხება ფოტოებს, რახან ისინი ე.წ. ქაფიან წვეულებაზე გადაიღეს, რომლის დროსაც უზარმაზარ ჯაკუზში ქაფის ჩანჩქერი მოდიოდა და სადაც ყველა ერთად ისხდნენ, რა თქმა უნდა, მაისურები და კაბები დასველდა და სხეულის შიშველი ნაწილებიც სწორედ ამის გამო გამოჩნდა. მერე ეს ფოტოები ჩვენმა მტრებმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს“.

სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა ადგილობრივმა დამცველებმა ჩელიაბინსკის კლუბში საგანგაშო ვერაფერი შეამჩნიეს. სამაგიეროდ, უფრო მკაცრად მოიქცნენ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები - მათ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კლუბის მესვეურებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ყველაზე მეტად აღშფოთებულები კი „ჩელიაბინსკის მშობელთა კომიტეტის წევრები ჩანან: „ყველაზე საზარელი ის არის, რომ ეს ცხვირმოუხოცავი ღლაპები, რომლებიც ჯერ მიწას არ ასცილებიან წესიერად და ბარის ტაბურეტებზე მხოლოდ მესამე მცდელობისას სხდებიან დამოუკიდებლად, აშკარად პოზირებენ, გოგოები კი მაისურებს იხდიან. და ამას უფროსებიც ხომ უყურებენ? მერე კიდევ, გვიკვირს, თუ საიდან მოაქვთ პედოფილებს თავიანთი ფანტაზიისთვის სიუჟეტები!...“

ბმული ვიდეოზე: სიუჟეტი რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100