სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუტონის აკვანი

ნიუტონის აკვანი მოწყობილობაა, რომელიც იმპულსისა და ენერგიის შენახვის თვალსაჩინო დემონსტრაციას ახდენს. ის შედგება ერთმანეთის მიყოლებით დაკიდული ბურთების სერიისგან (როგორც წესი 5). ყოველი ბურთულა ქანქარაზე დამაგრებულია ერთმანეთისგან გარკვეული კუთხით დაშორებული ორი მავთულით. ბურთებს მოძრაობა მხოლოდ ერთ სიბრტყეზე შეუძლიათ. ერთი ბურთი მოჰყავთ მოძრაობაში, რომელიც მალევე ეჯახება დანარჩენებს, გადასცემს ენერგიას მათი გავლით ბოლო ბურთულას, რომელიც, თავის მხრივ, მოძრაობაში მოდის.

ნიუტონის აკვანი პოპულარული სამაგიდო სათამაშო იყო, მისი გამოგონების დღიდან. გამოუშვა და სახელი შეურჩია 1967 წელს ინგლისელმა მსახიობმა საიმონ პრებლმა. თავდაპირველად, ჰაროდში, ლონდონი, ხის ვერსია იყიდებოდა, შემდეგ ქრომის დიზაინი შექმნა მოქანდაკემ და კინორეჟისორმა რიჩარდ ლონკრენმა. საგანმანათლებლო მიზნებით, ნიუტონის აკვანს ხშირად წარმოადგენენ „ქმედება–უკუქმედების“ კონცეფციის დემონსტრაციისთვის (ნიუტონის მესამე კანონი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100