სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არქიმანდრიტი ანთიმოზი: DRONI.GE-ის! იქნებ წაიკითხოთ და გამივრცელოთ

არქიმანდრიტი ანთიმოზი ფეისბუქზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

DRONI.GE-ის! იქნებ წაიკითხოთ და გამივრცელოთ
სრული კაცი
მღვდელმთავარი, სინედრიონის წევრი ნიკოდიმოსი ღამით მიდის იესო ქრისტესთან. აშკარად ხედავს-ღმერთი არს მასთან, თუმც როგორც მესიას არ აღიარებს. საუბრისას უფალი ამხელს ურწმუნოებაში:
''შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა, და ესე არა იცია?.. უკეთუ ქვეყანისა გითხარ თქუენ და არა გრწამს; ვითარ უკუე ზეცისა გითხრა თქუენ და გრწმენეს?(იოან.3, 10-12)
მაცხოვარი ორი ბუნების მქონეა-სრული ღმერთი და სრული კაცი. ადამიანებს მხოლოდ კაცური ბუნება გაგვაჩნია. იესო კაცურ ბუნებაში აბსოლუტურად შეუშლელია, სრულია. ჩვენ კაცებს, ბევრი რამ გვეშლება, რა ბუნებაც გაგვაჩნია, იმაში ვართ სუსტები. ქვეყვნისას გვეუბნება, არ გვრწამს, ამ დროს გვინდა ქრისტეს ღვთიურ ბუნებას ვჭვრეტდეთ-ზეციურზე გვაქვს პრეტენზია.
მივბაძოთ იესოს სრულ კაცობაში. სიტყვით და საქმით ვიყოთ შეუშლელი კაცები: ''რომელი სიტყვითა არა ჰსცდებოდეს, იგი სრული კაცი არს''(იაკ.3,2).
არ შეიძლება კაცს ხილულში ეშლებოდეს და ამ დროს უხილავს, ზეციურს ასწავლიდეს!
''იყუენით თქვენ სრული, ვითარცა მამა თქუენი ზეცათა სრულ არს(მთ.5,48).
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100