სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აისბერგები კაცობრიობის სამსახურში

მეცნიერების აზრით, აისბერგები ადამიანებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ანტრაქტიკულ-არქტიკული საფარის შენარჩუნებაში ეხმარება. მკვლევარები ასეთ დასკვნამდე 2007 წელს, ანტრაქტიდის ყინულებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ.

კვლევები შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. შედეგები მეცნიერებმა სხვადასხვა ჟურნალებში გამოაქვეყნეს. მათ დააადგინეს, რომ აისბერგების დნობა ოკეანეში ხელს უწყობს დიდი რაოდენობით რკინის გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ მიკროსკოპული ორგანიზმების ზრდას უწყობს ხელს, ისინი კი დიდი რაოდენობით მსხვილი ორგანიზმების საკვებს წარმოადგენენ.

შესაბამისად, ყინულოვან წყლებში ეს ცხოველური საფარის არსებობას და განვითარებას უწყობს ხელს. ამერიკელი და სხვა ქვეყნების მეცნიერები, ამ კუთხით, ახლო მომავალში მორიგი კვლევევბის წარმოებას გეგმავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100