სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაპოვნია აინშტაინის საემიგრაციო ბარათი

დიდ ბრიტანეთში ალბერტ აინშტაინის საემიგრაციო ბარათი იპოვეს. ამ დოკუმენტით ცნობილმა ფიზიკოსმა ნაცისტური გერმანია დატოვა. “ბიბისი ნიუსის” ცნობით, ეს უმნიშვნელოვანესი ქაღალდი ლივერპულის მერსისაიდის საზღვაო მუზეუმში გამოფინეს.

ბარათი ლონდონის ჰითროუს აეროპორტის არქივებში იქნა ნაპოვნი. გრაფაში “მოქალაქეობა” ამ დოკუმენტში მითითებულია “შვეიცარიელი”, ხოლო მეორე მხარეს დაზუსტებულია, რომ მეცნიერი ოქსფორდში მიემგზავრება. ასევე აღნიშნულია, რომ აინშტაინმა ბელგია 1933 წლის 23 მაისს დატოვა.

ნაცისტური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიდი მეცნიერი იძულებული იყო დაეტოვებინა ბერლინი. მისი ყველა ნაშრომი ფიზიკაში არასამეცნიეროდ ცნეს, ან სხვა, არიული წარმომავლობის მეცნიერებს მიაწერეს. დიდ ბრიტანეთში გარკვეული დროით ცხოვრების შემდეგ, აინშტაინი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100