საქართველოს ბანკში მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა
თბილისი, 1 დეკემებრი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომელიც მიეძღვნა მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და გერმანიის განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონის დირექტორი ლარს ორმანი. ასევე, ინვესტორები და მოწვეული სტუმრები დეტალურად გაეცნენ დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელსაც მათ საქართველოს ბანკი თავაზობს, ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობისთვის.
საქართველოს ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული 25 მლნ ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება, შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ ინვესტორს, ისარგებლოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით ე.წ. განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელებისთვის – ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციისთვის. ხსენებული დაფინანსება ასევე გულისხმობს ძვირადღირებულ ტექნიკურ მხარდაჭერას, სრულიად უსასყიდლოდ. ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანია „Posh & Partners”-ი რომელიც გაუწევს მსესხებელს საკონსულტაციო მომსახურებას როგორც მშენებლობის/რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ.
საქართველოს ბანკს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების დიდი გამოცდილება აქვს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების მთლიანი სესხების პორტფელის 8.1%-ი, ენერგეტიკის სექტორზე მოდის.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი