მიხეილ სააკაშვილს კიევში ჩაფრენისთანავე ხელბორკილები დაადეს
„საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიევის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები შეექმნა“, - ეს ინფორმაცია სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, კიევში ჩაფრენისთანავე ხელბორკილები დაადეს, თუმცა მას ევროპარლამენტარები ახლდნენ თან, რომლებმაც ვითარება განმუხტეს. მისი თქმით, მას ჯერ უკრაინის ხელისუფლებისგან ოფიციალური ინფორმაცია მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ არ მიუღია. მანვე უკრაინულ მედიასთან კიევში მისი წინა ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, ის წინა ჩასვლისას უკრაინაში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და ევრომაიდანზე დემონსტრანტებს სიტყვითაც მიმართა.
აი, რას ეხმაურებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როდესაც გუშინ უკრაინაში მის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილმა განცხადებაში მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მის მეორე, შეძენილ სამშობლოში ჩასვლას ვეღარ შეძლებდა, თუმცა ფაქტზე, რომ ის უკრაინის აეროპორტში ჩასვლისას დააკავეს, განცხადებაში არ გაუხმაურებია.
„ჩემი გული და სული იქნება უკრაინელ დებთან და ძმებთან ერთად, რომლებიც თავისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დამსახურებული ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე შეხვდები მათ ლამაზ და თავისუფალ კიევში, იმისთვის, რომ ვიზეიმოთ მათი დემოკრატიის ტრიუმფი“, - წერდა სააკაშვილი ინგლისურ ენაზე.
კომენტარი