სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას სართულზე 35 პატიმრიდან 20 "კანონიერი ქურდია"

ციხის იმ სართულზე, სადაც ბაჩო ახალაია მოათავსეს, 35 პატიმარია, მათგან 20 – ე.წ. „კანონიერი ქურდი". ამის შესახებ „FrontNews"-ს მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ნინო ზურიაშვილმა აცნობა, რომელმაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მე–7 საპყრობილეში რამდენიმე წუთის წინ მოინახულა.

როგორც ზურიაშვილმა განმარტა, ციხის დერეფნის ერთ მხარეს სამი საკანია, მათგან ორი – ცარიელი, ერთში ახალაია მარტო იმყოფება, ხოლო დერეფნის მეორე მხარეს არსებულ საკნებში 35 პატიმარი იხდის სასჯელს, რომელთაგან 20 ე.წ. „კანონიერი ქურდია".

„ბაჩო ახალაია ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა. იგი საკანაში სრულიად მარტოა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მისი უსაფრთხოება მკაცრად კონტროლდება" – განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახალაიას უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი უჭირს.

მისივე შეფასებით, „ცინიკურია, რომ ახალაია ე.წ. კანონიერი ქურდების გვერდით აღმოჩნდა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100