სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაპირებ გავაერთიანო ჩვენი ერი და დავამარცხო დონალდ ტრამპი! ერთი დღე უკან, 105 წინ! ერთად გავიმარჯვებთ! - ჰარისი

კამალა ჰარისის მხარდამჭერთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ჯერ ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაუსახლებიათ, თუმცა ის დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხლება. მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.

ბაიდენის განცხადების შემდეგ კამალა ჰარისი თეთრ სახლში გამართულ ღონისძებაზე საჯაროდ პირველად გამოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ იცის ვინ არის დონალდ ტრამპი და აპირებს მთელი ძალებით შეეწინააღმდეგოს მას.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩვენს პრეზიდენტზე. ჯო ბაიდენის მიღწევების მემკვიდრეობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში. ერთი ვადით მან უკვე გადააჭარბა პრეზიდენტების უმეტესობის მემკვიდრეობას, რომლებიც მსახურობდნენ ორი ვადით. დღეს მე ვამაყობ იმით, რომ მივიღე ფართო მხარდაჭერა, რათა გავმხდარიყავი ჩვენი პარტიის ნომინანტად და, როგორც კალიფორნიის ქალიშვილი, ვამაყობ, რომ ჩემი მშობლიური შტატის დელეგაცია დაეხმარა ჩვენი კამპანიის მაღლა დაყენებას. მოუთმენლად ველი, რომ მალე ოფიციალურად მივიღებ ნომინაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე ვიმოგზაურებ მთელ ქვეყანაში და ვესაუბრები ამერიკელებს ყველაფერზე. მე ვაპირებ გავაერთიანო ჩვენი პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი და დავამარცხო დონალდ ტრამპი ნოემბერში. იქამდე სანამ ვიცე-პრეზიდენტად ამირჩევნენ, მე ვიყავავი სენატორი და გენ პროკურორი კალიფორნიის შტატში. იქამდე კი საამართლოს პროკურორი და ამ რანგში მე ყველანაირი ტიპის დამანაშავეს ვაკავებდი. მტაცებლებს, რომლებიც ძალადობენ ქალებზე, მატყუარებს, რომლებიც პირადი სარგებლის სანაცვლოდ წესებს არღვევდნენ, ამიტომ როცა ვამბობ, ვიცი ვინც არის დონალდ ტრამპი, ე.ი ვიცი და ამ კამპანიის მანძილზე, მე სიამაყით შევეცდები მის დამარცხებას. ჩვენი კამპანიის პირველი სრული დღეა. ასე რომ, დღეს ვილმინგტონისკენ მივემართები. ერთი დღე უკან, 105 წინ! ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ჰარისმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100