სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გიზო ქარდავა დააკავეს

მოსკოვში ე.წ. "კანონიერი ქურდი" გიზო ქარდავა დააკავეს.

33 წლის ქარდავას დაკავებისას უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის გაყალბებული პასპორტი აღმოაჩნდა.

იქამდე რუსი სამართალდამცველები ფლობდნენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქარდავა დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი იყო, რომელიც ბინების გაქურდვით, ავტომანქანების გატაცებით და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებით იყო დაკავებული.

გიზო ქარდავა "ქურდული" ტრადიციების მატარებელი და ახალგაზრდებს შორის მათი აქტიური გამავრცელებელია.

მოსკოვის დოროგომილოვსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კანონიერი ქურდი" რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გაძევებამდე უცხოელი მოქალაქეების დაკავების ცენტრშია გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100