სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავა: წულუკიანს ვთხოვ დამიფრენდდეს

ახალციხეში დღეს ნაციონალური მოძრაობის შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, გიგი უგულავა და პარტიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ უგულავამ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.

„ახალციხეში შტაბის სხდომა გვქონდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში. პარალელურად "ქოცების" ოფისში მობილიზაცია ჰქონდათ. მოცვივდნენ ცოცხებით. რა თქმა უნდა, თავს "საზოგადოებად" ასაღებდნენ. ჩვენ ჰაკიმ ფაშას მოკითხვა გადავეცით და გავაგრძელეთ გზა სხვა შტაბებთან შესახვედრად.

P.S. ქალბატონ თეა წულუკიანს ვთხოვ დამიფრენდდეს და უწებათაშორის კომისიას მივაწვდი განახლებულ ინფორმაციას საკუთარი პარტიის რეგიონალირი "სიშლეგეების" შესახებ.“ - წერს უგულავა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100