ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დანით დაჭრა
ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე
დანით დაჭრა.
შემთხვევა გუშინ
გვიან ღამით
მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის ადგილობრივი სააგენტო topnews ავრცელებს.
გოგონა თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არაოფიციალური
ინფორმაციით,
მამაკაცი,
რომელმაც მეუღლე დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
კომენტარი